"პირველად რომ დავაჭირე ხელი "ლაივს", მოედნის მორწყვა დაიწყეს" - რას ყვება არჩილ არველაძე ირანში ნამღერ "ლალეზე" - კვირის პალიტრა

"პირველად რომ დავაჭირე ხელი "ლაივს", მოედნის მორწყვა დაიწყეს" - რას ყვება არჩილ არველაძე ირანში ნამღერ "ლალეზე"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში წლების შემდეგ ისევ ითამაშებს არველაძე - ეროვნულ გუნდში ვლადიმირ ვაისმა ვატო არველაძეს - რევაზ არველაძის ვაჟს უხმო, ვინც ბოლო შეხვედრებში უბრალოდ შეუჩერებელია პოლონურ ექსტრაკლასაში...

ტაშკენტის "ფახთაქორი" კი ძლიერად თამაშობს აზიის ჩემპიონთა ლიგაში. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე შვეიცარიასთან საშინაო მატჩით გახსნის ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს...

ამასწინათ, სოციალურ ქსელში გავრცელდა შოთა და არჩილ არველაძეების ნამღერი "ლალე" გოჩა ტყებუჩავასთან ტრიოში. ვიდეო ჩაწერილია ირანში, "ფახთაქორისა" და "პერსეპოლისის" მატჩის შემდეგ. თუ ქართველი ხარ და ძარღვებში სისხლი გიდუღს, ძალიან ძნელია, ამ კადრების ყურება ემოციის გარეშე...

ალბათ, დროა, არჩილ არველაძესთან ინტერვიუზე გადავიდეთ, სადაც ამ ყველაფერზე და კიდევ სხვა თემებზე უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ...

- მოდი, დავიწყოთ "ფახთაქორით". გუნდის საქმეები კარგად მიდის. ამის დასტურია თუნდაც წარმატებული სტარტი აზიის ჩემპიონთა ლიგაში...

- პრინციპში, ასეც შეიძლება ითქვას, რომ საქმეები კარგად მიდის. ორი მატჩი ჩავატარეთ აზიის ჩემპიონთა ლიგაში. ჯერ ძალიან ძლიერ "პერსეპოლისთან" ვითამაშეთ ფრედ გასვლით შეხვედრაში, მერე კი შინ მოვუგეთ "ალ აჰლის", რომელიც ასევე ძალიან ძლიერი გუნდია. თუ გავითვალისწინებთ აზიის ჩემპიონთა ლიგის დონეს, შემიძლია ვთქვა, რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდით. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ასე შეაფასეს ეს ჯგუფი ექსპერტებმა და მედიამ.

- ირანულ მატჩზე ცალკე მოგვიყვევით...

- "პერსეპოლისზე" უკვე გითხარით, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, ორჯერ იყო აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. მეორე გუნდი, რომელიც შინ დავამარცხეთ, ასევე ძლიერია - შარშან ფინალში იყო და იქ დამარცხდა. 70 ათასი მაყურებელი მოვიდა "პერსეპოლისთან" მატჩზე. ირანში ფეხბურთზე მუდამ უამრავი ხალხი დადის. ასე იყო ამჯერადაც. ფრედ ვითამაშეთ და შეგვიძლია, ეს კარგ შედეგად ჩავთვალოთ..

- ...და ამ თამაშის შემდეგ იმღერეთ "ლალე". ეს სიმღერა სოციალურ ქსელში გავრცელდა და ძნელია, კაცმა ემოციის გარეშე უყურო შუაგულ ირანში ნამღერ ქართულ "ლალეს"...

- ცოტა ხნის წინ, ჩვენმა მეგობარმა, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, ძალიან კარგი წიგნი დაწერა. სიმართლე გითხრათ, ამ წიგნის შთაბეჭდილების ქვეშ გახლდით. დღენახევარი დავყავით ირანში. ყველაფერი ძალიან დასამახსოვრებელი იყო. მაგალითად, ჩვენთან მოდიოდნენ ფერეიდნელი ქართველები... თამაში რომ მორჩა, უცბად დამარტყა თავში ამ იდეამ - მე, შოთი და გოჩა ტყებუჩავა ვიყავით. ირანში ნამღერი 'ლალეს' ისტორია. მეორე ჩართვაზე უკვე ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი. სტადიონის პერსონალი, მუშები გვიყურებდნენ. ალბათ, ვერც გაიგეს, რას ვაკეთებდით. საბოლოოდ, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა... გაგრძელება