კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის - კვირის პალიტრა

კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის

კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურში განუცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.