"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - რა გახდა ბათუმის კლინიკაში 28 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი - კვირის პალიტრა

"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - რა გახდა ბათუმის კლინიკაში 28 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი

ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონა მკურნალობის კურსს "კლინიკა" მედცენტრში გადიოდა. როგორც ახლობლები ამბობენ, 28 წლის მელანი ფუტკარაძე მანამდე რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, ის ექიმებმა სახლში გაწერეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მკურნალობის მიზნით "მედცენტრში" გადაიყვანეს. დაღუპულის ახლობლები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

"აი ეს გოგონა ფოტოზე ბედნიერი რომაა გუშინ დილით გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინარობა გახდა. ბრმა ნაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული. ბექა გითანაგრძნობ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, ვერც ვერაფერს გეტყვი" - წერს დაღუპულის მეგობარი ზურა ბაუჟაძე.

კლინიკა "მედცენტრში" აცხადებენ, რომ პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გაგრძელება