მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ სახლში ფულით სავსე ზარდახშა იპოვეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ სახლში ფულით სავსე ზარდახშა იპოვეს

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. (წყარო)