ბათუმში ძლიერი ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

ბათუმში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 80 ნომერში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მყოფ ერთ ადამიანს უმნიშვნელო დამწვრობა დაუმუშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.