როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-27 მარტს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-27 მარტს

საქართველოში 27 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთაიან რაიონებში - თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში - 0;-5; მაღალმთაში კი -5;0. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7-12 გრადუსი.

24-25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება.

27-28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 17 გრადუსამდე.

თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 15-17 გრადუსი.

"ინტერპრესნიუსი"