ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
23-03-2019
ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
23 წლის შოთა სამ­ხა­რა­ძე, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი, 14 იან­ვრის შემ­დეგ ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სამ­ხა­რა­ძის მე­გო­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი გარ­დაც­ვლი­ლი გუ­შინ კუ­რორტ შოვ­თან ახ­ლოს, ტყე­ში ნა­ხეს. 23 წლის ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ორი თვის წინ და­ი­კარ­გა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 14 იან­ვარს
შე­ვი­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბიჭი ბო­ლოს სას­ტუმ­რო­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ თოვ­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე ნა­ხეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები