"ექიმებს ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ, მათ ახალგაზრდა გოგო მოგვიკლეს" - კვირის პალიტრა

"ექიმებს ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ, მათ ახალგაზრდა გოგო მოგვიკლეს"

ბათუმში ორი დღის წინ გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქციას მართავენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი მომხდარში მკურნალ ექიმებს ადანაშაულებენ.

ოჯახის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ექიმებს ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ, მათ ახალგაზრდა გოგი მოგვიკლეს და გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა უკანასკნელი იყოს",- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ზაურ დარჩიძემ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მელანო ფუტკარაძეს ხვალ დაკრძალავენ, თუმცა მანამდე, პროტესტის ნიშნად გოგონას ცხედარს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთით დაასვენებენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"