"სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი თუნ­დაც მცი­რე­დი ნივ­თის პოვ­ნაც კი, დიდი სი­ხა­რუ­ლია" - რას ყვება მაშველი, რომელმაც ზარდახშაში 10 000 ლარი იპოვა - კვირის პალიტრა

"სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი თუნ­დაც მცი­რე­დი ნივ­თის პოვ­ნაც კი, დიდი სი­ხა­რუ­ლია" - რას ყვება მაშველი, რომელმაც ზარდახშაში 10 000 ლარი იპოვა

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი ოდენობით ფული აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეატყობინეს.

მეხანძრეების ინფორმაციით, სხვენში ნაპოვნი თანხა დაახლოებით 10 ათასი ლარია და ის მეპატრონეს დაუბრუნდა.

გიორგი ხუციშვილი, მეხანძრე-მაშველი:

"ინანიშვილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მისულებს დამწვარი სახლი დაგვხვდა. დილით გაჩენილა ხანძარი და ადგილობრივებს ჩაუქრიათ. ჩვენ რომ მივედით, მთელი უბანი იქ იყო. იტალიური სახლი იყო და დაწვის ადგილას კვამლი შეუნიშნავთ, შეშინდნენ და სახანძროში ხელმეორედ დარეკეს. როგორც გაირკვა, სახლში მარტოხელა კაცი ცხოვრობდა...

ხანძარს ვამუშავებდით, რაც ნიშნავს ხანძრის კერა არ იყოს დარჩერნილი, ნაკვერჩხალი ან რამე კვალი, რისგანაც შემდეგ შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს. ლეიბებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს კვამლი ასდიოდა. იქვე შევნიშნეთ წიგნების ღია კარადა, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობოდა, ნახევრად დამწვარი წიგნებით. ვამოწმებდი, სადმე ნაპერწკალი ხომ არ იყო დარჩენილი და ამ დროს შევნიშნე ზარდახშა, რომელსაც სპილენძის მავთული ჰქონდა შემოხვეული, მაშინვე ჩემს ათმეთაურს გადავაწოდე. გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა, რომ გვენახა რა იყო შიგნით და თუ რამე მნიშვნელოვანი იქნებოდა, მეპატრონისთვის გადაგვეცა.

როდესაც ზარდახშა გავხსენით, დავინახეთ, რომ შიგნით ფული იყო, 50-იანი და 20 ლარიანის კუპიურები. ერთი შეხედვით ათი ათას ლარამდე იქნებოდა. დავრეკეთ შესაბამის უწყებებში, მოვიდა ექსპერტიზა და მათ დაამუშავეს. გაგრძელება