"სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი თუნ­დაც მცი­რე­დი ნივ­თის პოვ­ნაც კი, დიდი სი­ხა­რუ­ლია" - რას ყვება მაშველი, რომელმაც ზარდახშაში 10 000 ლარი იპოვა
23-03-2019
"სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი თუნ­დაც მცი­რე­დი ნივ­თის პოვ­ნაც კი, დიდი სი­ხა­რუ­ლია" - რას ყვება მაშველი, რომელმაც ზარდახშაში 10 000 ლარი იპოვა
თბი­ლის­ში, ინა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სხვენ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბი­სას, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ზარ­დახ­შა­ში შე­ნა­ხუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფული აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ად­გილ­ზე მყოფ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

მე­ხან­ძრე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვენ­ში ნა­პოვ­ნი თან­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ლა­რია და ის მე­პატ­რო­ნეს და­უბ­რუნ­და.

გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:
"ინა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს დამ­წვა­რი სახ­ლი დაგ­ვხვდა. დი­ლით გა­ჩე­ნი­ლა ხან­ძა­რი და ად­გი­ლობ­რი­ვებს ჩა­უქ­რი­ათ. ჩვენ რომ მი­ვე­დით, მთე­ლი უბა­ნი იქ იყო. იტა­ლი­უ­რი სახ­ლი იყო
და დაწ­ვის ად­გი­ლას კვამ­ლი შე­უ­ნიშ­ნავთ, შე­შინ­დნენ და სა­ხან­ძრო­ში ხელ­მე­ო­რედ და­რე­კეს. რო­გორც გა­ირ­კვა, სახ­ლში მარ­ტო­ხე­ლა კაცი ცხოვ­რობ­და...
ხან­ძარს ვა­მუ­შა­ვებ­დით, რაც ნიშ­ნავს ხან­ძრის კერა არ იყოს დარ­ჩერ­ნი­ლი, ნაკ­ვერ­ჩხა­ლი ან რამე კვა­ლი, რის­გა­ნაც შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლი გაჩ­ნდეს. ლე­ი­ბებს და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს კვამ­ლი ას­დი­ო­და. იქვე შევ­ნიშ­ნეთ წიგ­ნე­ბის ღია
კა­რა­და, რო­მელ­საც ცე­ცხლის კვა­ლი ეტყო­ბო­და, ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი წიგ­ნე­ბით. ვა­მოწ­მებ­დი, სად­მე ნა­პერ­წკა­ლი ხომ არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ამ დროს შევ­ნიშ­ნე ზარ­დახ­შა, რო­მელ­საც სპი­ლენ­ძის მავ­თუ­ლი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი, მა­შინ­ვე ჩემს ათ­მე­თა­ურს გა­და­ვა­წო­დე. გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვეხ­სნა, რომ გვე­ნა­ხა რა იყო შიგ­ნით და თუ რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, მე­პატ­რო­ნის­თვის გა­დაგ­ვე­ცა.

რო­დე­საც ზარ­დახ­შა გავ­ხსე­ნით, და­ვი­ნა­ხეთ, რომ შიგ­ნით ფული იყო, 50-იანი და 20 ლა­რი­ა­ნის კუ­პი­უ­რე­ბი. ერთი შე­ხედ­ვით ათი ათას ლა­რამ­დე იქ­ნე­ბო­და. დავ­რე­კეთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში, მო­ვი­და ექ­სპერ­ტი­ზა და მათ და­ა­მუ­შა­ვეს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?