"გოგონა დარჩა, სულ იმას ამბობდა, მამიკო როდის გამოჩნდებაო..." - რას ყვება მეგობარი 23 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"გოგონა დარჩა, სულ იმას ამბობდა, მამიკო როდის გამოჩნდებაო..." - რას ყვება მეგობარი 23 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვრის თვეში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ გაყინვა დაადგინა. თუმცა, გარდაცვლილის უახლოესი მეგობრები დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ და შოთა სამხარაძის გარდაცვალების სხვა ვერსიებზე საუბრობენ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში შოთა სამხარაძის მეგობარი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გარდაცვლილის მეგობარმა მირანდა ქურციკიძემ გვითხრა, რომ როდესაც გარდაცვლილი იპოვეს, მას ქურთუკი არ ეცვა, სახეზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა ხელი.

"თვითმკვლელობა გამორიცხულია, შოთას სიცოცხლე უყვარდა, თავისი ოჯახი და მეგობრები ყველაფერს ერჩივნა! სავარაუდოდ, ნასვამმა გზა ვეღარ გაიკვლია და გაიყინა... ან ვინმესთან კამათი მოუვიდა, მოკლეს და იქ დააგდეს. საკითხავია მისი ქურთუკი სად არის. სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა და ხელი ჰქონდა დაზიანებული. ეს ან წაქცევის შედეგია, ან ვინმეს ნახელავი... ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც არავინ ელოდა, ამიტომ არ გადასულან იმ მთის უკან, როცა სანათესაო ეძებდა" - უთხრა მირანდა ქურციკიძემ AMBEBI.GE-ს. გაგრძელება