როდამდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?
როდამდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?
ფოტო:ფოტო გადაღებულია 24 მარტს, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ავტორი: მარიამ თაბაგარი
საქართველოში უამინდობა გრძელდება, როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ ცვალებადი ამინდი - ბარში წვიმა და მთაში - თოვლი რამდენიმე დღეს კიდევ გასტანს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნულისააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა - ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების და ინტენსიური თოვის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა
განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთაიან რაიონებში - თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ
საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში - 0;-5; მაღალმთაში კი -5;0. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7-12 გრადუსი.

24-25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება.

27-28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 17 გრადუსამდე.

თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 15-17 გრადუსი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?