როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ყოფილი მაღალჩინოსანის ცოლი ალინა არველაძე, ქმართან დაშორების შემდეგ - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ყოფილი მაღალჩინოსანის ცოლი ალინა არველაძე, ქმართან დაშორების შემდეგ

ალინა არველაძე ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანის და "იმედის“ ხელმძღვანელის გიორგი არველაძის ცოლი გახლდათ.

ალინა და გიორგი არველაძემ ერთმანეთი წლების წინ უკრაინაში გაიცნეს. გიორგი მაშინ უკვე წარმატებული პოლიტიკოსი იყო, საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, საქართველოში ჩამოიყვანა და უკრაინელი გოგონა ქმრის გვარზე გადავიდა.

ალინა არველაძე "იმედში“ გასართობ გადაცემებზეც მუშაობდა, ის "თბილისი ლაივის“ პროდუსერი გახლდათ და საკმაოდ ხმაურიან გადაცემებსაც აკეთებდა თიკო სადუნიშვილთან ერთად.

ალინამ საქართველოს მალე აუღო ალღო და აქ მეგობრებიც გაიჩინა. ის თიკო სადუნიშვილის, თაკო სალაყაიას, ნანუკა ჟორჟოლიანის, სოფია ნიჟარაძისა და სხვა ცნობილი მანდილოსნების მეგობარია. იხილეთ სრულად