ვინ გახდა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" გამარჯვებული - კვირის პალიტრა

ვინ გახდა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" გამარჯვებული

2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" გამარჯვებული ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი პეტერ თაბიჩი გახდა კენიიდან და მას მილიონი აშშ დოლარი გადაეცა.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019 დაჯილდოვების ცერემონიალი დუბაიში გაიმართა.

"მასწავლებლის გლობალური ჯილდოს"(The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

აღნიშნული ჯილდოს გაცემის მიზანია განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მასწავლებელთა საქმიანობა აღიარებას იმსახურებს.

"მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალისტებს შორის იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი საქართველოდან ვლადიმერ აფხაზავა, რომელიც გუშინ ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.