პიანისტ ეკატერინე ხვედელიძის კონცერტმა ჰამბურგში ანშლაგით ჩაიარა - კვირის პალიტრა

პიანისტ ეკატერინე ხვედელიძის კონცერტმა ჰამბურგში ანშლაგით ჩაიარა

24 მარტს, ჰამბურგის ელბფილარმონიაში დიდი წარმატებით ჩაიარა ქართველი პიანისტის, ეკატერინე ხვედელიძის სოლო კონცერტმა. მუსიკოსმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბერლინში ცხოვრობს, შეასრულა შოპენის პრელუდია ოპუსი 28, სკრიაბინის 24-ე პრელუდია ოპუსი 11 და ცეზარ ფრანკის პრელუდია, ფუგა და ვარიაციები ოპუსი 18 - იგორ ჟუკოვის ტრასკრიფციით. ეკატერინე ხვედელიძეს მუსიკალური განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში.

ჰამბურგში ანშლაგით ჩავლილი კონცერტი, რომლის ბილეთები რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა, მუსიკოსმა მიუძღვნა თავისი პროფესორის, ცნობილი პიანისტის, იგორ ჟუკოვის ხსოვნას.

kvirispalitra.ge უახლოეს დღეებში შემოგთავაზბთ ინტერვიუს ეკატერინე ხვედლიძესთან