როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25-27 მარტს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25-27 მარტს

25-27 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა 25 მარტს +8, +13 გრადუსი იქნება, 26-27 მარტს +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 28 მარტს კვლავ ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 25 მარტს შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 26 მარტს უფრო აცივდება, ზოგან ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 27 მარტს +14, +19 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 მარტს დილის საათებში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიკლებს, 27 მარტს კი +18 გრადუსამდე მოიმატებს.