"ტკბილი ბაბუა მინდა ვიყო" - რას ამბობდა ერეკლე ბადურაშვილი შვილზე, შვილიშვილსა და ახალ ფილმზე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში?
"ტკბილი ბაბუა მინდა ვიყო" - რას ამბობდა ერეკლე ბადურაშვილი შვილზე, შვილიშვილსა და ახალ ფილმზე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში?
ფოტო:ერეკლე ბადურაშვილი ქალიშვილთან - ნინისთან ერთად
57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინ-ფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა

"ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშ-ვილის ოჯახს. ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდ-ში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა" - ვკითხულობთ კინოცენტრის განცხადებაში. სწორედ ამ ფილმზე ესაუბრა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბატონი ერეკლე „კვირის პალიტრას“. ფილმის გადაღებები 2017 წელს დაიწყო. მოგეხსენებათ, რეჟისორის
ქალიშვილი გახლავთ მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ინტერვიუში მამამ ნინიზეც ილაპარაკა.

გთავაზობთ ინტერვიუს „კვირის პალიტრის“ არქივიდან“:

ერეკლე ბადურაშვილი:
- ფილმი მძაფრსიუჟეტიანი ისტორიული დრამა იქნება და ერქმევა "ხიდი". ეს არის პირველი ქართულ-თურქული კორპროდუქცია. გადავიღებთ სტამბოლში, თბილისსა და ბათუმში. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: ზურა
ყიფშიძე, გიორგი გურგულია, დავით დვალიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე,
ნინი ბადურაშვილი, მიმდინარეობს მოლაპარაკება მურათ ილდირიმთან. ეს მსახიობი ძალიან მოსწონს ქართველ მაყურებელს. ჩვენმა შეთავაზებამ ძალიან გაახარა. შესათანხმებელია რამდენიმე დელიკატური საკითხი.

სიუჟეტს რეალური საფუძველი აქვს. ეს ამბავი იქაურმა ქართველებმა კარგად იციან, ჩვენთან - ნაკლებად და უმეტესობა ფილმის ნახვის შემდეგად შეიტყობს. "ხიდი" ორი ქვეყნის მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

მსოფლიოს არაჩვეულებრივი კინო, რომელიც მართლა ხელოვნების ნიმუში იყო, ერთჯერადმა სურათებმა ჩაანაცვლა, რომელსაც მნახველი მეორე დღეს ვერც გაიხსენებს. იმიტომ, რომ არაფერს ტოვებს... საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ცოცხალი არიან კოპოლა, ტარანტინო, ქართულ კინოშიც არიან ჩვენი თაობიდან ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან გლურჯიძე... მოდიან ახალგაზრდებიც, რომლებსაც უნდათ ქართული კინოტრადიციის გაგრძელება.

- ნინისთან მუშაობთ, როგორც მსახიობთან, მამა-შვილის ურთიერთობაზეც მიამბეთ.
- უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს... მომწონს მისი შეუპოვრობა, მიზანდასახულობა.

- პაპა ხართ თუ ბაბუა?
- კახელი კი ვარ, მაგრამ ბაბუა ვარ. ელენეს, ჩემი შვილიშვილის, მამიკოს მხარე მოსკოვში ცხოვრობს, ხან იქ, ხანაც დუბაიში ჩაჰყავთ ბავშვი, ძალიან უყვართ. ელენე ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია. კირჩხიბები ძალიან თბილები არიან. სულ გეფერება, გეხუტება. ჯერ 4 წლისაა. ძალიან მიყვარს. დედა თუ გაუბრაზდება რამეზე - გაუბრაზდეს, მე ტკბილი ბაბუა მინდა ვიყო.

უკვე ამღერდა და სწორად მღერის. ვნახოთ, როგორ განვითარდება. მე, მაგალითად, უკეთესი მსმენელი ვარ... თუმცა, ამბობდნენ, ბადურაშვილების ძაღლიც მღერისო. პაპაჩემი გოგია და მისი ძმები, ყველა მღეროდა. მამიდაჩემი "რეროში" მღეროდა, მაგრამ დაქვრივების შემდეგ ეკლესიაში წავიდა, მგალობელია. კახიანები ხომ მღერიან და მღერიან. დედაჩემის, ლალის დიდი ბაბუის, კორნელი მაღრაძის დაწერილია "საეკლესიო მრავალჟამიერი".

- ტრადიციების ერთგული ხართ?
- ნაწილობრივ. კილომეტრიანი სადღეგრძელოები არ მომწონს. მიმაჩნია, რომ სუფრას თამადა სჭირდება, ოღონდ გააჩნია, როგორი იქნება.
მეც ბევრ სუფრაზე მითამადია. მამაჩემიც კარგი სიტყვის მთქმელი იყო. ძველებური ლხინი აღარ იმართება, ან - მცირე დოზებით, წავიდა, ბარის და კლუბურმა მიმდევრობამ შთანთქა კარგი სუფრა და კარგი თამადა... დიდებული თამადა იყო თემიკო ჩირგაძე. ჩემს ნიშნობაში ისე ითამადა, დღემდე იხსენებენ.

- ჩვენს ქალაქზეც ვისაუბროთ...
- მაშინ თბილისი იყო პატარა, კოხტა, ლამაზი. კი, იყო ცენზურა - კომუნისტური ფარდები, მაგრამ ჩემს ბავშვობაში უკვე დიდი წნეხი აღარ იგრძნობოდა. ადამიანებს საშუალება ჰქონდათ წელიწადში ერთხელ დასასვენებლად წასულიყვნენ, ზღვაზე, მთაში, დღეს ყველამ თბილისში მოიყარა თავი. გაგრძელება

"კვირის პალიტრის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახსა და ახლობლებს.
tamuna
26 მარტი 2019 15:54
ძალიან გული დამწყდა ძალიან ამ შესანიშნავი ადამიანის გარდაცვალების გამო.....ყველას უყვარდა და.....რა ვქნა სულ მიჩნდება კითხვა ასეთი ადამიანები რომ მიდიან....რატოოოოოოოოოომ რატოოოოოოოოოომ რატოოოოოოოოომ! ნატელში ერე შენი ლამაზი სული.....
სოსო
26 მარტი 2019 11:05
ვწუხვარ,კარგი და ნიჭიერი ადამიანის გარდაცვალების გამო..ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა