ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - რა მოხდა საირმეში? - კვირის პალიტრა

ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - რა მოხდა საირმეში?

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევა მოხდა. 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალი აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"