"არ ვჩან­დი იმი­ტომ, რომ ..." - რას ჰყვება მამუკა ონაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე
25-03-2019
"არ ვჩან­დი იმი­ტომ, რომ ..." - რას ჰყვება მამუკა ონაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე
ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სცე­ნა­ზე დგას და მღე­რის, ახლა არა სიმ­ღე­რა­ზე, არა­მედ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა - მომ­ღე­რალ­მა მა­მუ­კა ონაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ ხატ­ვა და­ი­წყო. ხა­ტავს ზე­თი­სა და აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით და გა­ტა­ცე­ბუ­ლია ამ საქ­მით...

"რო­დე­საც ცა­რი­ელ ტი­ლოს­თან ვრჩე­ბი, ტილო "მე­სა­უბ­რე­ბა", "მე­უბ­ნე­ბა", აქ ეს წავა, იქ ის უნდა გა­ა­კე­თო, მა­შინ­ვე ფე­რებ­საც ვხე­დავ. ხან­და­ხან ყვა­ვი­ლე­ბის ხატ­ვა მინ­და, ხან პორ­ტრე­ტის, ნათ­ლად ვხე­დავ, სად რა უნდა გან­ლაგ­დეს, რა ფერი იყოს, ჩრდი­ლი სა­ი­დან უნდა... იმ
წუთ­ში რა­საც ვხა­ტავ, ზუს­ტად იმ გან­წყო­ბა­სა და ხა­სი­ათ­ზე ვარ", - გვე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

უკვე წლე­ბია, თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბით, რო­გორც ადრე, ისე აქ­ტი­უ­რად აღარ ჩანს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ მომ­ღერ­ლო­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას ნამ­დვი­ლად არ აპი­რებს. კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ ჩან­და, გვპა­სუ­ხობს:

"არ ვჩან­დი იმი­ტომ, რომ
რამ­დე­ნი­მე წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი მოს­კოვ­ში და არა მარ­ტო იქ. იყო სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, კონ­ცერ­ტი, ვი­ყა­ვი წამ­ყვა­ნიც, მომ­ღე­რა­ლიც... მაგ­რამ ნოს­ტალ­გი­ამ შე­მა­წუ­ხა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი.

აქ კი­დევ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, ჩვენს სფე­რო­ში თით­ქმის არა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მა­ინც ვმო­ნა­წი­ლე­ობ. არის კო­მერ­ცი­უ­ლი დაკ­ვე­თე­ბი... ახა­ლი პროგ­რა­მის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ, რომ­ლი­თაც მომ­დევ­ნო წლი­დან უფრო მას­შტა­ბუ­რად წარვდგე­ბი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

- "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, ბოლო დროს, ნელ-ნელა აჩენ­დით ნა­ხა­ტებს, რო­გორც გა­ირ­კვა, ხატ­ვა და­გი­წყი­ათ და ნა­მუ­შევ­რე­ბიც და­გიგ­რო­ვე­ბი­ათ... ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჟან­რობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა - არის კუ­ბიზ­მი, ნა­ტუ­რა­ლიზ­მი, პე­ი­ზა­ჟე­ბი, პორ­ტრე­ტე­ბი. მოგ­ვი­ყე­ვით ამის შე­სა­ხებ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, დრო მქონ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა მო­მინ­და, სახ­ლში ძვე­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბი, გუ­ა­შე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მინ­და, იცო­დეთ, რომ თვით­ნას­წავ­ლი ვარ. უბ­რა­ლოდ, ბავ­შვო­ბა­ში რა­ღა­ცას ჩემ­თვის ვხა­ტავ­დი, მაგ­რამ ამ საქ­მის­თვის ხელი სე­რი­ო­ზუ­ლად არას­დროს მო­მი­კი­დია...

მოკ­ლედ, ავი­ღე ქა­ღალ­დი, ის გუ­ა­შე­ბი და ხატ­ვა და­ვი­წყე, მერე ვინც ნახა, ცუ­დად არ შე­მი­ფა­სეს - კარ­გი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბია, ფე­რე­ბიც არ არის ცუდი, შენი ხედ­ვა გაქვს და არ გა­ჩერ­დეო. ეს საქ­მე ჩემ­თვის უკვე ნარ­კო­ტი­კი­ვი­თაა - ჩა­მით­რია, შე­მი­ყო­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­მა, ერთ ნა­მუ­შე­ვარს რომ და­ვას­რუ­ლებ­დი, დღე არ იყო გა­სუ­ლი და მე­ო­რე მინ­დო­და, და­მე­წყო. სურ­ვილს აჩენს, რომ მიჰ­ყვე და სულ აკე­თო.

მერე გუ­აშს თავი და­ვა­ნე­ბე და პრო­ფე­სი­ულ ტი­ლო­ზე მო­მინ­და გა­დას­ვლა, რომ ზე­თით მე­ხა­ტა. ზეთი უკვე სულ სხვა რამ არის - სხვა ფე­რე­ბი, სხვა მიდ­გო­მა, ტექ­ნი­კა. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბიც ნა­ხეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, მხატ­ვრებ­მა, მა­თაც მი­თხრეს - შენი ხედ­ვა გაქვს, შენი ფე­რე­ბიო. მოკ­ლედ, არის პორ­ტრე­ტე­ბი, ბუ­ნე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი, თა­ი­გუ­ლე­ბი, კუ­ბიზ­მი და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი რამ... იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?