"ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც ცო­ცხა­ლი" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც საირმეში სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

"ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც ცო­ცხა­ლი" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც საირმეში სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევას 32 წლის გოგო ემსხვერპლა. იგი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 32 წლის ლიკა კბილაშვილია, იგი აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა ფანჯარას წმენდდა.

მეგობრები ლიკას მხიარული ადამიანად ახასიათებენ. მომხდარის შემდეგ ისინი "ფეისბუქზე" გარდაცვლილი გოგონას გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ:

"ლიკუუ, კიდევ არ მჯერა. ყოველთვის ისეთი თბილი და გამორჩეული მემახსოვრები, როგორიც იყავი";

"არ ვიცი რა ვთქვა... გული ჩამწყდა... არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ვეღარ გნახავ... ყოველთვის გამორჩეული იყავი და ასე დარჩები ჩემთვის მუდამ! შენ ყოველთვის დარჩები ჩემს მეხსიერებაში, როგორც ცოცხალი"... იხილეთ სრულად