ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, მართვით სუნთქვაზეა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, მართვით სუნთქვაზეა

33 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ქალის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება. პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. იგი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.

დანით მიყენებული ჭრილობების გამო პაციენტს არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.

შემთხვევა 24 მარტს ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა. 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი სალონში სტილისტად მუშაობდა. ბრალდებული დაკავებულია.

იხილეთ ასევე: "არაერთხელ მოუვიდათ უთანხმოება, თამუნას აღარ შეეძლო ასეთ სტრესში ცხოვრება. ქმართან დაშორება უნდოდა, მაგრამ არ ეშვებოდა..."

"ინტერპრესნიუსი"