"დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა" - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე - კვირის პალიტრა

"დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა" - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე

25 მარტს რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. 57 წლის რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი მსახიობის ლალი ბადურაშვილის ვაჟი და მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა იყო.

გარდაცლილ მამას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მომღერალი ნინი ბადურაშვილი:

"დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა... ისე ვიცხოვრებ როგორც შენ გინდოდა მამ... მიყვარხარ და გემშვიდობები... შეხვედრამდე" - წერს ნინი ბადურაშვილი. (წყარო)

ერეკლე ბადურაშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები - "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990).

2017 წელს ბადურაშვილმა დაიწყო ახალი ფილმის - “ხიდის” გადაღებები, რომელიც პირველი ქართულ-თურქული მხატვრული ფილმია. გადაღებები ბათუმში, თბილისსა და სტამბოლში მიმდინარეობდა.

იხილეთ ასევე: "ტკბილი ბაბუა მინდა ვიყო" - რას ამბობდა ერეკლე ბადურაშვილი შვილზე, შვილიშვილსა და ახალ ფილმზე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში?