გორგასლის ქუჩაზე სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

გორგასლის ქუჩაზე სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"