ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ - კვირის პალიტრა

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე "ბავშვის უფლებათა კოდექსზე" საუბრისას განაცხადა, თუ ოჯახი მოითხოვს და თვლის, რომ ეკლესიის წარმომადგენლის ჩართვა არის საჭირო მათ მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხებში, ამის შესაძლებლობას მათ ახალი კოდექსი მისცემს, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა კოდექსის მეცხრე ნაწილს შესაბამისი დებულება ემატება.

"კოდექსისი მეცხრე ნაწილში, გავაჩინეთ ასეთი დებულება, თუ ოჯახი ითხოვს საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლის, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლის ჩართვას ისეთ შემთხვევებში, რომელსაც ისინი პრობლემურად მიიჩნევენ, არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ის პირები, ვისაც ოჯახი მოითხოვს და კონსულტაციების დონეზე იყოს შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებული. ვფიქრობთ, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან დიდი არის მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებით და რა თქმა უნდა სხვა კონფესიებისაც იმ გადმოსახედიდან, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. მგონია, რომ ძალიან კარგი ცვლილება არის ეს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

კოდექსის მეცხრე ნაწილი ბავშვის ზეგავლენისგან დაცვას ეხება.

"ინტერპრესნიუსი"