არასრულწლოვანი მდინარეში იყო შესული, როცა წყალი მოულოდნელად მოვარდა - მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი გამოიყვანეს - კვირის პალიტრა

არასრულწლოვანი მდინარეში იყო შესული, როცა წყალი მოულოდნელად მოვარდა - მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, არასრულწლოვანი მდინარეში იყო შესული, როცა წყალი მოულოდნელად მოვარდა. ბავშვი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის 3 მეხანძრე-მაშველი.

"ინტერპრესნიუსი"