"ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, რომელიც უმძიმეს სენს ებრძოდა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, რომელიც უმძიმეს სენს ებრძოდა გარდაიცვალა

"ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, რომელიც უმძიმეს სენს ებრძოდა გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" სოლისტი იყო. 2015 წელს რაც მას სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე. ბაბის ერთი შვილი დარჩა.