"დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ნოდარ მგალობლიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არქივიდან
"დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ნოდარ მგალობლიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არქივიდან
ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გთავაზობთ მის ბლიც-ინტერვიუს "პალიტრანიუსის" არქივიდან:

პირველი როლი
- პირველი როლი იყო... სხვათა შორის, არჩილ გომიაშვილი წავიდა თეატრიდან და მე დამნიშნეს, "რაიკომის მდივანი" რეზო თაბუკაშვილის პიესა იყო და სერგო ზაქარიაძის ვაჟს ვასრულებდი. ბებიას როლს სესილია თაყაიშვილი თამაშობდა, დედას - თამარ ციციშვილი. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ანსამბლში რა დღეში ვიქნებოდი - დავიბენი. პირველ რეპეტიციაზე რომ გავედი და სერგო მოვიდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად
იქნებაო,
გამამხნევა. ნეტავ ისეთი იყოს ჩემი ცხოვრება, როგორიც მაშინ იყო.

და დაიწყო ჩემი წამება. იმ დღეს სპექტაკლი მქონდა, მაგრამ შემხვდა ჩემი მეგობარი და ჩემს ნათესავთან წავედით, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მქონდა, ხათრი ვერ გავუტეხე და ორი ჭიქა დავლიე. ორ ჭიქას მოჰყვა კიდევ ორი, შემდგომ ოთხი და
ა.შ. 8-ის 15 წუთი იყო, 8-ზე სპექტაკლი იწყებოდა. მივატოვე სუფრა და თეატრში მივედი, მაგრამ ვერ ვარ კარგად...

როგორც იქნა, დავამთავრე გრიმის გაკეთება, ჩავედი ქვევით და კულისებში დავდექი, ველოდები ზარის დარეკვას, რომ ბებია, სესილია გამოვიდეს. დარეკა ასისტენტმა ზარი, გაიღო ვითომ კარი და პირდაპირ დავეტაკე ბებიაჩემს. უი, შენ მოუკვდი შენს პატრონსო, აყვირდა სესილია. თურმე ღვინისა და მწვადის სუნად ვყარვარ.

როცა მაქებენ

- სად გადავხტე, არ ვიცი. არ მიყვარს გადაღებები. მახსოვს, იალტაში ფილმის გადაღებისას სადღაც გამოქვაბულში ტურისტები დამადგნენ თავზე, აი, ეს მსახიობიაო და იმ წუთში რიგი დადგა ინტერვიუზე. ბოლოს რეჟისორმა იყვირა, ხალხი გაიყვანეთ აქედანო, და ცოტა გავთავისუფლდი.
ძალიან მიჭირს გახსენება ყველაფრის და ხანდახან ზოგი დეტალი მავიწყდება.

ვაპატიებ, როცა
- რა უნდა მაწყენინოს კაცმა ისეთი, რომ ხასიათი გამოვიცვალო? ჩემზე რაღაც თქვა? თქვას, რა ვქნა...

დრო ჩემთვის არის
- დრო მაცდური კი არა, მატყუარაა. დროს არ ვენდობი, რატომღაც ამ ბუნების ციკლს ძალიან ცუდად ვხვდები და ძალიან მინდა, სულ გაზაფხული იყოს. გაგრძელება
İvana
27 მარტი 2019 12:59
İVANASHVİLİS İNTELİGECİA MİDİS NELA NELAAAA
ტოტო
27 მარტი 2019 12:44
ხალხის სიყვარულზე,უფრო დიდი დაფასება არ არსებობს.
ლელა
27 მარტი 2019 12:26
განუმეორებელი მსახიობი, ღირსეული პიროვნება.. საწყენია, რომ სიცოცხლეში ისეთი პატივი ვერ მიაგეს , როგორსაც იმსახურებდა.... ნათელი მის სულს..

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?