"დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ნოდარ მგალობლიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არქივიდან - კვირის პალიტრა

"დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ნოდარ მგალობლიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არქივიდან

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გთავაზობთ მის ბლიც-ინტერვიუს "პალიტრანიუსის" არქივიდან:

პირველი როლი

- პირველი როლი იყო... სხვათა შორის, არჩილ გომიაშვილი წავიდა თეატრიდან და მე დამნიშნეს, "რაიკომის მდივანი" რეზო თაბუკაშვილის პიესა იყო და სერგო ზაქარიაძის ვაჟს ვასრულებდი. ბებიას როლს სესილია თაყაიშვილი თამაშობდა, დედას - თამარ ციციშვილი. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ანსამბლში რა დღეში ვიქნებოდი - დავიბენი. პირველ რეპეტიციაზე რომ გავედი და სერგო მოვიდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად

იქნებაო, გამამხნევა. ნეტავ ისეთი იყოს ჩემი ცხოვრება, როგორიც მაშინ იყო.

და დაიწყო ჩემი წამება. იმ დღეს სპექტაკლი მქონდა, მაგრამ შემხვდა ჩემი მეგობარი და ჩემს ნათესავთან წავედით, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მქონდა, ხათრი ვერ გავუტეხე და ორი ჭიქა დავლიე. ორ ჭიქას მოჰყვა კიდევ ორი, შემდგომ ოთხი და ა.შ. 8-ის 15 წუთი იყო, 8-ზე სპექტაკლი იწყებოდა. მივატოვე სუფრა და თეატრში მივედი, მაგრამ ვერ ვარ კარგად...

როგორც იქნა, დავამთავრე გრიმის გაკეთება, ჩავედი ქვევით და კულისებში დავდექი, ველოდები ზარის დარეკვას, რომ ბებია, სესილია გამოვიდეს. დარეკა ასისტენტმა ზარი, გაიღო ვითომ კარი და პირდაპირ დავეტაკე ბებიაჩემს. უი, შენ მოუკვდი შენს პატრონსო, აყვირდა სესილია. თურმე ღვინისა და მწვადის სუნად ვყარვარ.

როცა მაქებენ

- სად გადავხტე, არ ვიცი. არ მიყვარს გადაღებები. მახსოვს, იალტაში ფილმის გადაღებისას სადღაც გამოქვაბულში ტურისტები დამადგნენ თავზე, აი, ეს მსახიობიაო და იმ წუთში რიგი დადგა ინტერვიუზე. ბოლოს რეჟისორმა იყვირა, ხალხი გაიყვანეთ აქედანო, და ცოტა გავთავისუფლდი.

ძალიან მიჭირს გახსენება ყველაფრის და ხანდახან ზოგი დეტალი მავიწყდება.

ვაპატიებ, როცა

- რა უნდა მაწყენინოს კაცმა ისეთი, რომ ხასიათი გამოვიცვალო? ჩემზე რაღაც თქვა? თქვას, რა ვქნა...

დრო ჩემთვის არის

- დრო მაცდური კი არა, მატყუარაა. დროს არ ვენდობი, რატომღაც ამ ბუნების ციკლს ძალიან ცუდად ვხვდები და ძალიან მინდა, სულ გაზაფხული იყოს. გაგრძელება