"ასეთ არტისტებს სხვა ქვეყნებში ხელის გულზე ატარებენ, აქ კი..." - რას წერს მიშა გომიაშვილი ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

"ასეთ არტისტებს სხვა ქვეყნებში ხელის გულზე ატარებენ, აქ კი..." - რას წერს მიშა გომიაშვილი ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალებაზე

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდი მსახიობის წასვლას "ფეისბუკის" პირად გვერდზე ეხმაურება მისი კოლეგა მიშა გომიაშვილი:

"წავიდა!... დიდი არტისტი!!! გენიალური პარტნიორი!!! ქართული თეატრის ლეგენდა!!! უშიშარი და პირდაპირი კაცი!!! კარგი მოქალაქე, ასეთ არტისტებს სხვა ქვეყნებში ხელის გულზე ატარებენ... ცივ ნიავს არ აკარებენ... აქ კი.......... ისე წავიდა, რომ მისი შესაძლებლობის 50%-ც კი ვერ თუ არ იქნა გამოყენებული... ისე წავიდა... ჩუმად, არავინ შეუწუხებია... ვინ იცის, რამდენი დარდი, რამდენი წყენა გაჰყვა... მაპატიე, ბატონო ნოდარ, თუ რამე გაწყენინე. ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები... ძალიან მომენატრები... დიდი ხანია მენატრებოდი, როგორც ჩემი ყველაზე მაგარი პარტიორი. ახლა მომენატრები, როგორც უბრალოდ ნოდარი..."

იხილეთ ასევე: "დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ნოდარ მგალობლიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არქივიდან