რა ეწერა ფლაერებზე, რომელიც ერთ-ერთმა სტუდენტმა ბათუმის თეატრში მაშინ დაყარა, როცა იქ მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდნენ - კვირის პალიტრა

რა ეწერა ფლაერებზე, რომელიც ერთ-ერთმა სტუდენტმა ბათუმის თეატრში მაშინ დაყარა, როცა იქ მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდნენ

"ამხანაგებო, ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს" -ამ შინაარსის ფლაერები ერთ-ერთმა სტუდენტმა ბათუმის დრამატულ თეატრში დაყარა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრემიერო ჩვენებაზე იმყოფებოდნენ. სტუდენტმა ფურცლები თეატრის მესამე იარუსიდან გადაყარა

"ბათუმი საფრთხეშია ქაოსური განაშენიანების გამო. ამ ქაოსურ მშენებლობის გამო, შეუძლებელია ბედნიერი იყო. ისტორიულ ზონას საფრთხე ემუქრება. მე შევეცადე ყველა ფორმით მიმეწვდინა ხმა მათთვის ჩვენი სათქმელი",- განაცხადა სტუდენტმა მარიამ მუთიძემ.

სტუდენტის პერფორმანს ბათუმის დრამატურ თეატრში საპრემიერი ჩვენებაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", მარიამ ჯაში გამოეხმაურა. მისი თქმით, მოქალაქის ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა საინტერესოა და თითოეული მოქალაქის აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ვიხილეთ საინტერესო საპროტესტო აქცია სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თავლსაზრისით, ყველა მოქალაქის მოსაზრება გასათვალისწინებელია",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

"დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები ქალაქში ქაოსურ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ისტორიულ ზონებს ქაოსური მშენებლობებით შინაარსი დაეკარგა.

"ინტერპრესნიუსი"