"ზვიადი გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით" - გურამ დოჩანაშვილის მოგონება ზვიად გამსახურდიაზე
"ზვიადი გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით" - გურამ დოჩანაშვილის მოგონება ზვიად გამსახურდიაზე
ფოტო:ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი ბაკურიანში

მორზეს ანბანით გავრცელებული ხმა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ციხეში


დიდი ქართველი მწერლი გურამ დოჩანაშვილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კლასელები იყვნენ. აი, რას იხსენებს ბატონი გურამი ზვიად გამსახურდიაზე "კვირის პალიტრასთან":

- 31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ­ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ
ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო­ კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით...

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ გურამ დოჩანაშვილმა და მისმა მეგობრებმა ორგანიზაცია "გორგასლიანი" ჩამოაყალიბეს და რუსთაველის პროსპექტზე­ პროკლამაციები გააკრეს. მათ მეგობარ გოგონებს მწარედ დაამახსოვრდათ
ბიჭების სასამართლო პროცესი. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონია და, მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით იყვნენ იმ ჭუჭრუტანას აკრული. მაშინ გურამ დოჩანაშვილი­ ვერ დაიჭირეს, რადგან პროკლამაციების გაკვრის მეორე დღეს მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა, ციხის ამბები კი მოგვ­იანებით გოგონებმაც და ბატონმა გურამმაც ჯონდო მეტრეველისგან მოისმინეს. ეს უკანასკნელი ჰყვებოდა, ყველანი ცალ-ცალკე საკანში მოგვათავსეს. ბატონი ჯონდო­ საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელს იმახსოვრებდა. ასე, გამოთვლით, ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა,­ ზვიადის დაბადების დღეაო, დროც "უკარნახა" და თითოეულმა საკნის სარკმელში ერთდროულად დაიყვირა: "ზვიად, გილოცავ დაბადების დღეს!" იხილეთ სრულად
ნუნუ
31 მარტი 2019 13:17
ღმერთო, ეს რა ხალხი გვყავდა და ვერ დავაფასეთ, მოვკალით..და მაინც, მე ვამაყობ თქვენით, პრეზიდენტო!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები