"ზვიადი გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით" - გურამ დოჩანაშვილის მოგონება ზვიად გამსახურდიაზე - კვირის პალიტრა

"ზვიადი გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით" - გურამ დოჩანაშვილის მოგონება ზვიად გამსახურდიაზე

მორზეს ანბანით გავრცელებული ხმა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ციხეში

დიდი ქართველი მწერლი გურამ დოჩანაშვილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კლასელები იყვნენ. აი, რას იხსენებს ბატონი გურამი ზვიად გამსახურდიაზე "კვირის პალიტრასთან":

- 31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით...

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ გურამ დოჩანაშვილმა და მისმა მეგობრებმა ორგანიზაცია "გორგასლიანი" ჩამოაყალიბეს და რუსთაველის პროსპექტზე პროკლამაციები გააკრეს. მათ მეგობარ გოგონებს მწარედ დაამახსოვრდათ ბიჭების სასამართლო პროცესი. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონია და, მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით იყვნენ იმ ჭუჭრუტანას აკრული. მაშინ გურამ დოჩანაშვილი ვერ დაიჭირეს, რადგან პროკლამაციების გაკვრის მეორე დღეს მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა, ციხის ამბები კი მოგვიანებით გოგონებმაც და ბატონმა გურამმაც ჯონდო მეტრეველისგან მოისმინეს. ეს უკანასკნელი ჰყვებოდა, ყველანი ცალ-ცალკე საკანში მოგვათავსეს. ბატონი ჯონდო საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელს იმახსოვრებდა. ასე, გამოთვლით, ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა, ზვიადის დაბადების დღეაო, დროც "უკარნახა" და თითოეულმა საკნის სარკმელში ერთდროულად დაიყვირა: "ზვიად, გილოცავ დაბადების დღეს!" იხილეთ სრულად