"სკოლაში ბატონი კონსტანტინეც დაიბარეს. დირექტორს მიუყვანია უჩვენებია, თქვენი ვაჟი აქედან გადახტაო..."
"სკოლაში ბატონი კონსტანტინეც დაიბარეს. დირექტორს მიუყვანია უჩვენებია, თქვენი ვაჟი აქედან გადახტაო..."
ფოტო:კონსტანტინე გამსახურდია შვილებთან - ზვიადთან და თამართან ერთად
რატომ დაიბარეს კონსტანტინე გამსახურდია სკოლაში

თბილისის 47-ე საჯარო სკოლის "წინაპარი" 1846 წელს, კავკასიაში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობისას გახსნილი, წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი იყო. სკოლამ ბევრჯერ შეიცვალა სახელიც და "მობინადრეებიც" - ხან შერეული, ქალთა და ვაჟთა სასწავლებელი იყო, ხან კვლავ - მხოლოდ ქალთა, მერე ისევ - შერეული, ხან სკოლა, ხან გიმნაზია, ხან კვლავ სკოლა - საშუალო და საჯარო. აქ სწავლობდა ძალიან ბევრი ჩვენთვის ძვირფასი და საამაყო ადამიანი... მას შემდეგ, რაც 1954
წელს, იმხანად ქალთა სკოლას თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან ვაჟებიც შეუერთეს, ანუ მე-9 კლასიდან, ამ სკოლაში სწავლობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც. სკოლის წლების გახსენებისას მის თანაკლასელ მერცია სულაქველიძეს ჩავეკითხე, ზვიადის გამო ბატონი კონსტანტინე თუ დაუბარებიათ სკოლაში-მეთქი და აი, რა მიამბო:

- ბატონი კონსტანტინე ერთხელ მოვიდა, ბიჭების
"შატალოს" გამო. ვიდრე ჩვენს საკლასო ოთახამდე მოხვიდოდი, ერთი ცარიელი კლასი უნდა გამოგევლო. მისი ფანჯრიდან პირდაპირ გადადიოდი რაღაც დისპანსერში, თუმცა ამ ორ შენობას ორი მეტრის სიგრძის ბეტონის თხრილი ჰყოფდა. მოკლედ, მეორე მხარეს რომ აღმოჩენილიყავი, ფანჯრიდან ნახტომით უნდა გადაფრენოდი იმ თხრილს, თუ არა და, შიგ ჩავარდებოდი და რაღაცას მოიმტვრევდი.
იმ დილით სწორედ "ამ გზით" წავიდნენ ჩვენი ბიჭები "შატალოზე". ზვიადს სკოლაში მოსვლა დააგვიანდა და კლასში იღლიაში ამოჩრილი "პაპკით" რომ შემოვიდა, გოგონები მივცვივდით და თითოეული ჩქარ-ჩქარა, მთელი ხმით ვცდილობდით ბიჭების ამბის მოყოლას, საწყალი ზვიადი ხან ერთს გვიყურებდა, გაოგნებული, ხან მეორეს, ხან მესამეს და აშკარად ვერაფერს იგებდა. ბოლოს და ბოლოს, ამ ხმაურში ჩაწვდა, რასაც ვუხსნიდით, უცებ გავარდა ფანჯრისკენ, ისკუპა, გადაახტა თხრილს და მთაწმინდისკენ გაიქცა - მაშინ "საშატალო" მოდური ადგილი სწორედ მთაწმინდა იყო.

რასაკვირველია, დირექტორი მიხვდა, სადაც შეიძლებოდა მათი პოვნა და თავისი მოადგილე - დავით ჯალაღანია და სხვა მასწავლებლები გაუშვა მათ მოსაძებნად. ბიჭები იპოვეს, დირექტორმა შავი დღე აყარა თითოეულს და მშობლებიც დაიბარა სკოლაში.

დანარჩენი ბიჭების მშობლებთან ერთად ბატონი კონსტანტინეც დაიბარეს. ჩვენი თანდასწრებით - არა, მაგრამ დირექტორს თავად მიუყვანია მწერალი ფანჯარასთან და უჩვენებია, თქვენი ვაჟი აქედან გადახტაო. გადაუხედავს კონსტანტინეს და, - ყოჩაღ, ზვიადო, - კმაყოფილს ჩაულაპარაკებია, თურმე...


ია
02 აპრილი 2019 16:46
ერთი მკითხველი წერდა, რა გააკეთა საგმირო ზვიადიმ მითხარითო..., მოკლედ ზოგისთვის გმირობა ალბათ ტანკის აფეთქებაა. ვუყურებ ზვიადის ახალგაზრდობის სურათს და ვფიქრობ, რომ ყოფილიყო თავისთვის, ეწერა წიგნები, ლექსები. კი იქნებოდა ახლა ცოცხალი, დაფასებული საზოგადო მოღვაწე და ალხეინად იცხოვრებდა კოლხურ კოშკში და არა 5-ჯერ დასაფლავებული......( არ დაბლოკოთ)
lia
02 აპრილი 2019 12:00
ყოჩაღ კოწია!
ელზა ჯმუხაძე
31 მარტი 2019 22:44
არ არსებობს დანადაულის პრევენცია, ასევე რეაგირებაა ძალიან დუნე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?