ჭავჭავაძეზე დაღუპული მუშა 25 წლისაა, მაშველები ამ დრომდე 40 წლის მამაკაცს ეძებენ - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძეზე დაღუპული მუშა 25 წლისაა, მაშველები ამ დრომდე 40 წლის მამაკაცს ეძებენ

ჭავჭავაძის გამზირზე, სამშებლო ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი მუშა 25 წლისაა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს, რომელიც მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი.

ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ცოცხალი ძალა ასრულებს და მაშველები ტექნიკას არ იყენებენ.

ამასთან, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, სპეციალური ხელსაწყოთი მოხდება დადგენა, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ იმყოფებოდეს ადამიანი. „მიმდინარეობს ძებნა, ხელით ეძებენ მაშველები, რადგან თუ ცოცხალია, ასე ჯობს. ჩვენ დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს იმ ადგილის სკანირება, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ ადამიანი იმყოფებოდეს“, - განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მიწა ჭავჭავაძი #5-ში ჩამოიშალა.

პ.ს. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მეორე მუშაც გარდაცვლილი ამოიყვანეს მიწის მასიდან.