"ოჯახში, სადაც მუშაობდა, იზა განსაკუთრებულად უყვარდათ" - მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია - კვირის პალიტრა

"ოჯახში, სადაც მუშაობდა, იზა განსაკუთრებულად უყვარდათ" - მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია

31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი ვოკალისტი იზა ქავთარაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. იზა ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად იზა ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში ბავშვის ძიძად მუშაობდა იმისათვის, რომ სწავლის საფასური გადაეხადა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, გოგონა სწორედ ბავშვის დედამ – ფედერიკა ფაბიმ იპოვა საძინებელში გარდაცვლილი. როგორც იზა ქავთარაძის მამიდამ გვაცნობა, ოჯახისთვის უკვე ცნობილია გოგონას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

ია შალიკაშვილი, იზას მამიდა:

- საკონსულოდან დაგვირეკეს და გაგვაცნეს ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, იზას გარდაცვალების მიზეზი არითმიით გამოწვეული გულის უკმარისობა გახდა, საბოლოო დასკვნა კი 60 დღეში იქნება. როგორც გვითხრეს, გადმოსვენება, სავარაუდოდ ორშაბათს მოხერხდება. ოჯახში, სადაც მუშაობდა, იზა განსაკუთრებულად უყვარდათ, ძალიან შეწუხებულია ყველა... რაც შეეხება ამისთვის საჭირო ხარჯებს, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია და ჩართულია პროცესში და გადმოსვენებისათვის საჭირო ყველა ხარჯს ჩვენი საკონსულო გაიღებს.

იხილეთ ასევე: "გაოგნებულები ვართ ჯერ იზას გარდაცვალებით და ახლა ამ ჭორებით" - რას ჰყვება მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას მამიდა?

(სპეციალურად საიტისთვის)