"ოჯახში, სადაც მუშაობდა, იზა განსაკუთრებულად უყვარდათ" - მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია
"ოჯახში, სადაც მუშაობდა, იზა განსაკუთრებულად უყვარდათ" - მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია
31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი ვოკალისტი იზა ქავთარაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. იზა ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად იზა ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში ბავშვის ძიძად მუშაობდა იმისათვის, რომ სწავლის საფასური გადაეხადა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, გოგონა სწორედ ბავშვის დედამ – ფედერიკა ფაბიმ იპოვა საძინებელში გარდაცვლილი. როგორც იზა ქავთარაძის მამიდამ გვაცნობა, ოჯახისთვის უკვე ცნობილია გოგონას
გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

ია შალიკაშვილი, იზას მამიდა:

- საკონსულოდან დაგვირეკეს და გაგვაცნეს ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, იზას გარდაცვალების მიზეზი არითმიით გამოწვეული გულის უკმარისობა გახდა, საბოლოო დასკვნა კი 60 დღეში იქნება. როგორც გვითხრეს, გადმოსვენება, სავარაუდოდ ორშაბათს მოხერხდება. ოჯახში, სადაც მუშაობდა, იზა განსაკუთრებულად უყვარდათ, ძალიან შეწუხებულია
ყველა... რაც შეეხება ამისთვის საჭირო ხარჯებს, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია და ჩართულია პროცესში და გადმოსვენებისათვის საჭირო ყველა ხარჯს ჩვენი საკონსულო გაიღებს.

(სპეციალურად საიტისთვის)
Meri
06 აპრილი 2019 20:07
ძალიან მენანები ლამაზო სენორიტა!ნათელში შენი სპეტაკი სული--იღლებოდი ალბათ და წამლებსაც არ იღებდი--თორემ არითმიით ხალხი წლობით ცოცხლობს!!
06 აპრილი 2019 01:10
Magat tvalcin rom zdeba danashauli da paqtwbi cin ro udevt is ver gamouziebiat da amdeni clis cin ra moxda eg xo chinurze upro uaresia
იკა
05 აპრილი 2019 11:48
ღმერთმა აცხონოს ეს ანგელოზი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები