"იმ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ გაზი მოშვებული დარჩა" - კვირის პალიტრა

"იმ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ გაზი მოშვებული დარჩა"

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მესამე მიკრორაიონის მცხოვრებლები აფეთქების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.

ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, იმ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ გაზი მოშვებული დარჩა. მისი თქმით, დილის საათებში იგრძნობოდა სპეციფიური სუნი.

მეზობელთა ნაწილი ასევე საუბრობს, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში სპეციფიური სუნი სხვა დროსაც დაფიქსირებულა და აღნიშნავენ, რომ მათ "ყაზტრანსგაზ-თბილისს" არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

კიდევ ერთი ადგილობრივის ინფორმაციით კი, გაზის სუნის გამო კორპუსის გადამოწმების მიზნით კომპანიის ცხელ ხაზზე დღეს დარეკა, მალევე კი აფეთქება დაფიქსირდა.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"