გურიაში 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა - კვირის პალიტრა

გურიაში 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა

გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში უბედური შემთხვევა მოხდა. 9 წლის ბავშვი თამაშის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი საქანელაზე იჯდა, გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"