გორში მშობლებმა ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს - კვირის პალიტრა

გორში მშობლებმა ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში, მერებაშვილების ოჯახში ერთ თვემდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა.

ჩვილი მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"