იტალიაში საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთ კაფეში სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს - კვირის პალიტრა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთ კაფეში სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს

იტალიაში, ქალაქ მოლფეტაში საქართველოს მოქალაქე ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს.

როგორც გამოცემა Il Quotidiano Italiano იუწყება, მამაკაცი წელს ზემოთ შიშველი იყო. ის კაფეში შევარდა და ყვიროდა. როგორც მოწმეები ყვებიან, მან ნიჩაბი იპოვა და კაფეში სტუმრებს თავს დაესხა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ვიდრე პოლიცია გამოიძახეს, მან კაფედან გაქცევა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით, ის დაშავებული იპოვეს. სავარაუდოდ, მას მანქანა დაეჯახა.

პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.