"59 დღე ჩემი შვილი კომაში იყო"- ვინ არის ქალბატონი, რომელმაც თავისი კუთვნილი აგარაკი მოხუცებს დაუთმო - კვირის პალიტრა

"59 დღე ჩემი შვილი კომაში იყო"- ვინ არის ქალბატონი, რომელმაც თავისი კუთვნილი აგარაკი მოხუცებს დაუთმო

ზუგდიდიდში მცხოვრებმა დალი ძიგუამ გადაწყვიტა, რომ თავისი კუთვნილი აგარაკი მოხუცთა თავშესაფარს დაუთმოს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა, სალომე ფაცაციამ გაავრცელა.

"სასწაულები ხდება წამებში…მეგობრებო მინდა გახაროთ ერთი სასიამოვნო ამბავი, ერთი სურვილი ჩავიფიქრე ამ საახალწლოდ. მეგონა, რომ არ ამიხდებოდა, ჩემი ოცნება კი უკეთილშობილესმა, უერთგულესმა, თავის ქალაქზე და თანაქალაქელებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა დალი ძიგუამ-ამ ამიხდინა. ქალბატონს რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე და იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენი, თქვენი თანადგომა სჭირდებათ. ქალბატონი დალი მზადაა თავის აგარაკი "კომბინატში" დაუთმოს მოხუცთა სახლს.

როგორც

mshoblebi.ge - სთან საუბარში ქალბატონმა დალიმ აღნიშნა, აგარაკის მოხუცებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მეგობრებთან საუბრის დროს მიიღო.

"სულ მქონდა ოცნება მოხუცებს დავხმარებოდი, ერთხელ სამეგობროში მოვყევით ლაპარაკს და ერთ-ერთმა თქვა, მოხუცებისთვის ფართი რომ მქონდეს, თავშესაფარს გავაკეთებდიო, მაშინ შევთავაზე, თუ ფართზე ხართ დამოკიდებული, სრულიად უსასყიდლოდ ჩემს აგარაკს დაგითმობ-მეთქი. იხილეთ სრულად