ოზურგეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამეგრელოდან და აჭარიდან მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ - კვირის პალიტრა

ოზურგეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამეგრელოდან და აჭარიდან მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ

ოზურგეთში, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამეგრელოდან და აჭარიდან მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

"ცეცხლი 15 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. რთული რელიეფის გამო, ტექნიკა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთამდე გადაადგილდება, დანარჩენ ადგილას მეხანძრე-მაშველები მუშაობენ“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ოზურგეთში,შემოქმედი-გომის ტერიტორიაზე ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

იხილეთ ასევე: შემოქმედი-გომის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება