"მესის მეუღლე მწერდა... თვალებს არ დავუჯერე" - როგორ აღმოჩნდა ქართველი დიზაინერის შექმნილი აქსესუარები ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებში
"მესის მეუღლე მწერდა... თვალებს არ დავუჯერე" - როგორ აღმოჩნდა ქართველი დიზაინერის შექმნილი აქსესუარები ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებში
ჩვენს დრო­ში დი­ზა­ი­ნის სამ­ყა­რო იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლია რა­ი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რის და ამავდრო­უ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლის შექ­მნა. თუმ­ცა სურ­ვი­ლი­სა და სა­ჭი­რო უნა­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ლელი ცის­კა­რა­ულ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნიშა აირ­ჩია და ახალ­შო­ბი­ლის ოთა­ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის სა­კუ­თა­რი, უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი და­ამ­კვიდ­რა.

Decosweetbcn-ის ბრენ­დის ქვეშ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლე­ბის ოთახს ამ­შვე­ნებს, მათ შო­რის არი­ან მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლი­ო­ნელ მესი, იკერ კა­სი­ლა­სი და ჯორ­დი ალბა.

რო­გორ
შე­იქ­მნა Decosweetbcn და რო­გო­რი იყო გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ - ამის შე­სა­ხებ ლელი ცის­კა­რა­უ­ლი intermedia.ge-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა.

- ლელი, თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ეს­პა­ნეთ­ში, იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ამ ქვე­ყა­ნა­ში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­ხატ­ვრო დი­ზა­ინ­ზე. 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე გრა­ფი­კულ დი­ზა­ი­ნე­რად,
მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ნა­ი­რი წინსვლა, ვერც ეკო­ნო­მი­კუ­რი და ვერც პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვერ ვნა­ხე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 12 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ­დი, ჩემი ხელ­ფა­სი იყო მი­ნი­მა­ლუ­რი. 22 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე, ევ­რო­პა­ში მე­ცა­და ბედი. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის წინსვლას ეძებს. ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, რომ თუ მინ­დო­და ჩემი მიზ­ნის­თვის მი­მეღ­წია, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი და „კა­რი­ე­რის­ტი“ ვარ. 

ეს­პა­ნეთ­ში ჩემი პირ­ვე­ლი წლე­ბი ისე­თი­ვე რთუ­ლი იყო, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ემიგ­რან­ტის­თვის. პირ­ვე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ ვი­ფიქ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ სი­ა­მა­ყემ არ გა­მიშ­ვა. როცა ენა უკვე კარ­გად ვის­წავ­ლე, დავ­ფიქ­რდი, სად ვი­ყა­ვი და რა მინ­დო­და. გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა და და­ვი­წყე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ძებ­ნა. ეს­პა­ნეთ­ში და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა დი­ზა­ი­ნის გან­ხრით. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე “Pepe jeans”-ში სტა­ჟი­ორ დი­ზა­ი­ნე­რად. ერთი წლის მან­ძილ­ზე ვი­მუ­შა­ვე “virginie verrierer”-ის ერთი სე­ზო­ნის მთლი­ა­ნი კო­ლექ­ცი­ის დი­ზა­ინ­ზე. ამა­სო­ბა­ში და­ვო­ჯახ­დი კი­დეც, ჩემი მე­უღ­ლე ეს­პა­ნე­ლია.
იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები