რუსთავში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
რუსთავში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭყონდიდელის დასახლებიდან ქალაქის იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ "არა ციხეს“ და მოითხოვენ ადგილზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისვლას.

ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავები შეეცადნენ, რომ საავტომობილო გზა გაეხსნათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ინციდენტი მოხდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან მოხდა.

აქციის მონაწილეები რუსთავში, ჭყონდიდელის
დასახლებაში, ციხის მშეენებლობის შეჩერბას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები