"ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას"
"ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას"
გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ინტერვიუს მწერალ დათო ტურაშვილთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, რომ მწერლის ვალდებულება სულაც არ არის პოლ­იტიკურ მოვლენებში ჩართვა, თუმცა ახალგაზრდობიდანვე ყოველთვის აფიქსირებდით თქვენს აზრს პოლიტიკურ ვითარებაზე.
- პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვის სურვილი არასოდეს მქონია და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მიწევდა. თუ სწორად მახსოვს, პლატონი ამბობდა, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია და პოლიტიკის გარეშე შეიძლება მხოლოდ ცხოველად­ დარჩე. იქნებ ამას არისტოტელე ამბობდა, მაგრამ მოსწავლისა და მასწავლებლის სიტყვები თუ
მეშლება, იმედია, მეპატიება.­ სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანი არ არის აქტიური მოქალაქე, ალბათ, ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება, რომ მისგან მომხმარებელი ცხოველი მიიღოს. მე კი ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდით, ნებისმიერ ჩვენგანზეა დამოკიდებული და არა რომელიმე კეთილ მთავრობაზე, რომელიც
ბოროტ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ძალაუფლება, თავისი არსით, ისედაც შეიცავს ბოროტების ელემენტებს და მთავრობას ყველაზე მეტად საზოგადოებრივი კრიტიკა სჭირდება.


- ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქართველისთვის ნავსაყუდელი ეკლესია გახდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც თავისუფლებისთვისაც იბრძოლა და რწმენაში დაბრუნებაც ინება. თუმცა გავიდა დრო და გაჩნდა ეჭვი, რომ ტყუილად ვიბრძოლეთ და ტყუილად გვწამდა. იმედს მოგლეჯილ საზოგადოე­ბაში რიტორიკული კითხვა გაჩნდა: გვეშველება რამე?
- უამრავი ადამიანისთვის რომ ეკლესია ნავსაყუდელი გახდა, სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ასეც მოხდებოდა იქ, სადაც ეკლესია სამოცდაათი წლის განმავლობაში აგრესიულად იდევნებოდა. თუმცა ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას. ამის საილუსტრაციოდ ჩვენი დანაშაულისა და კრიმინალური ცნობიერების მასშტაბიც იკმარებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ ქსელებზე, სადაც "მორწმუნე" ქართველები სიძულვილს ავლენენ მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებიან. ქრისტიანობა უპირველესად სიყვარული, თავისუფლება და სიკეთეა და ამდენი ბოროტება კი იქ არსებობს, სადაც ფარისეველი უფრო მეტია, ვიდრე ჭეშმარიტი მორწმუნე.



დეა ცუცქირიძე
Nik
15 აპრილი 2019 09:51
მალადეც ბიჭო, კაი აზრები გარდმოხდა, ისე ზოგადად აგრესია და მენტალიტეტის ჩამოყალობება სოციუმზეა მეტად დამოკიდებული ვინემ რელიგიაცე, თუმცა ამ უკანასკნელს რათქმაუნდა დიდი მისია და როლი აკისრია უდავოდ.

აი სოციუმის ჩამოყალიბებაზე უყკვე თვით საზოგადოება, მისი ნაღები, და საბოლოოდ მისი ანარეკლი მთავრობა "
ჩალიჩობს", თუ რამდენად ჯანმრთელად მიდის ეს პროცესი, ან კიდევ რა მიმართულებით საერთოდ.

და საერთოდ, ჩვენნაირი საზოგადოება სრულ თავისუფლებას სამწუხაროდ დამახინჯებულად იგებს, რაც გამოიხატება ღრეობაში, ნარკომანიაში, ქუჩურ კრიმინალურ მენტალიტეტში და მუქთახორობაში,

PS, საბედნიროდ და ღვთის მადლით, დიახ ღვთის მადლით, ჯანსაღი ნაღებიც საკმაოდ გაგვაჩნია რომელიც საბოლოოდ ამარცხებს ყოველი უწნეობის გამოხატულებას// Viva Georgia!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა