"ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას"

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ინტერვიუს მწერალ დათო ტურაშვილთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, რომ მწერლის ვალდებულება სულაც არ არის პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვა, თუმცა ახალგაზრდობიდანვე ყოველთვის აფიქსირებდით თქვენს აზრს პოლიტიკურ ვითარებაზე.

- პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვის სურვილი არასოდეს მქონია და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მიწევდა. თუ სწორად მახსოვს, პლატონი ამბობდა, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია და პოლიტიკის გარეშე შეიძლება მხოლოდ ცხოველად დარჩე. იქნებ ამას არისტოტელე ამბობდა, მაგრამ მოსწავლისა და მასწავლებლის სიტყვები თუ მეშლება, იმედია, მეპატიება. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანი არ არის აქტიური მოქალაქე, ალბათ, ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება, რომ მისგან მომხმარებელი ცხოველი მიიღოს. მე კი ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდით, ნებისმიერ ჩვენგანზეა დამოკიდებული და არა რომელიმე კეთილ მთავრობაზე, რომელიც ბოროტ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ძალაუფლება, თავისი არსით, ისედაც შეიცავს ბოროტების ელემენტებს და მთავრობას ყველაზე მეტად საზოგადოებრივი კრიტიკა სჭირდება.

- ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქართველისთვის ნავსაყუდელი ეკლესია გახდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც თავისუფლებისთვისაც იბრძოლა და რწმენაში დაბრუნებაც ინება. თუმცა გავიდა დრო და გაჩნდა ეჭვი, რომ ტყუილად ვიბრძოლეთ და ტყუილად გვწამდა. იმედს მოგლეჯილ საზოგადოებაში რიტორიკული კითხვა გაჩნდა: გვეშველება რამე?

- უამრავი ადამიანისთვის რომ ეკლესია ნავსაყუდელი გახდა, სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ასეც მოხდებოდა იქ, სადაც ეკლესია სამოცდაათი წლის განმავლობაში აგრესიულად იდევნებოდა. თუმცა ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას. ამის საილუსტრაციოდ ჩვენი დანაშაულისა და კრიმინალური ცნობიერების მასშტაბიც იკმარებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ ქსელებზე, სადაც "მორწმუნე" ქართველები სიძულვილს ავლენენ მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებიან. ქრისტიანობა უპირველესად სიყვარული, თავისუფლება და სიკეთეა და ამდენი ბოროტება კი იქ არსებობს, სადაც ფარისეველი უფრო მეტია, ვიდრე ჭეშმარიტი მორწმუნე.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"

დეა ცუცქირიძე