"თოკი გამოვაბით თავზე და ისე გამოვათრიეთ ნაპირზე" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც 60-კილოგრამიანი ლოქო ანკესით დაიჭირა
15-04-2019
"თოკი გამოვაბით თავზე და ისე გამოვათრიეთ ნაპირზე" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც 60-კილოგრამიანი ლოქო ანკესით დაიჭირა
ფოტო:მამა-შვილი სერგო და მამუკა ყურაშვილები
ხომ იცით, საქართველო პატარაა და ყველა ამბავი სასწრაფოდ ვრცელდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - ინტერნეტით `ხმა გავარდა~, ზუგდიდელმა სერგო ყურაშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტერიტორიაზე დიდი ზომის ლოქო დაიჭირა. მის შორიახლოს თევზაობდა ბატონი სერგოს შვილიც, ზუგდიდის საკრებულოს წევრი მამუკა ყურაშვილი და თევზიც მამაშვილმა ერთად ამოიყვანა მდინარიდანო.

თბილისიდან მათი კორდინატების ძებნა რომ დავიწყე, აღმოჩნდა, რომ იღბლიანი მეთევზეები ჩემი ზუგდიდელი ახლობლის - ილონა ყურაშვილის ბაბუა და მამა ყოფილან. ასე მივაკვლიე 80 წლის ბატონ
სერგოს - დღის გმირს.

სერგო ყურაშვილი:

- ეს ლოქო გუშინ დავიჭირე ანკესით და საათ-ნახევარი მყავდა წყალში გაჩერებული. ჩემი ვაჟი - მამუკა ყურაშვილიც იქვე თევზაობდა და სასწრაფოდ მას დავურეკე, ამოყვანაში რომ მომხმარებოდა.
სერგო ყურაშვილი
თევზი 60 კილოგრამზე მეტი იქნება, ხოლო სიგრძით 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. მაგ თევზის
ჯერ დაჭერაა საქმე და მერე - გამოყვანა. მეც კი ამოვიყვანდი, ოღონდ მაშინ წყალშივე, დაბლა, 100 მეტრის მანძილზე უნდა ჩამეცურებია. იქით პატარაა მდინარე და იქიდან ამოვიყვანდი, მაგრამ დიდი დრო დასჭირდებოდა, ამიტომ მამუკას მოსვლა და დახმარება ვამჯობინე. თოკი გამოვაბით თავზე და ისე გამოვათრიეთ ნაპირზე.

- ამ ზომის თევზი ადრეც დაგიჭერიათ ტეხურაში?
- კი, როგორ არა. ადრე 85-კილოიანიც დამიჭერია, 60-იანიც, 40-იანიც, 20-იანიც და ა.შ.

- ასეთი რა ანკესი გქონდათ, 60-კილოიანი თევზს რომ მოერია?
- ამერიკიდან გამოვაგზავნინე 300-მეტრიანი დაწნული კაპრონის ძაფი - "პლიტიონკა", რომელიც კოჭას ეხვევა და 100 კილოგრამს უძლებს. სხვა ძაფიც მაქვს, რომელიც 150 კილოგრამს ერევა. ჯოხიც ისეთი მაქვს, საკმაოდ დიდ მასას რომ სწევს.
მეორე დღეა, ისევ აქ ვართ, ტეხურას ნაპირზე. დღეს წავიღებთ თევზს ზუგდიდში.
giuli sartania
16 აპრილი 2019 10:58
გილოცავტ,გმერტმა 100 კილოიანიც დაგაჯერინოს,გეხარი.
ხვავი და ბარაქა !
16 აპრილი 2019 09:18
ყოჩაღ ბატონო სერგო ! თევზაობაც ასეთი უნდა. კიდევ ბევრი და უფრო დიდი თევზები დაგეჭიროთ მამა-შვილს !

რედაქტორის რჩევით