როგორ გამოიუყურებოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის გაჩენამდე - კვირის პალიტრა

როგორ გამოიუყურებოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის გაჩენამდე

ფოტოგალერეა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ცნობილია, როგორც ნოტრ-დამი გოტიკური საკათედრო ტაძარია. მისი მშენებლობა 1163 წელს დაიწყეს და სამშენებლო სამუშაოები 1196 წლამდე გაგრძელდა. ტაძრის არქიტექტურა რამდენჯერმე შეცვალეს კიდეც.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.

სამწუხაროდ, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი უკვე რამდენიმე საათია ცეცხლის ალშია გახვეული და მოქალაქეები ტაძრის გადარჩენისთვის ლოცულობენ.

პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას საგალობელს მღერიან. შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ნოტრ-დამში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ტაძრის გადარჩენა შეიძლება.

იხილეთ ფოტოგალერეა