თბილისში მორიგ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თბილისში მორიგ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ოთხი პირი იმყოფებოდა. გარდაცვლილია 16 წლის ახალგაზრდა.