როდიდან მოგიწევთ მართვის მოწმობის გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარება? - კვირის პალიტრა

როდიდან მოგიწევთ მართვის მოწმობის გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარება?

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა ზაფხულში იგეგმება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრაქტიკული გამოცდების ქალაქის პირობებში გადმოტანის გაჭიანურება ობიექტურმა ფაქტორებმა გამოიწვია. ჯავახაძის ინფორმაციით, შსს ინფრასტრუქტურულად მზადაა, რომ გამოცდები ქალაქის პირობებში ჩაბარდეს.

„ყველაფერი ფაქტობრივად თითქმის ბოლოშია გასული. ამას დასჭირდება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გატანაც ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოვასწროთ. სხვა მხრივ, ინფრასტრუქტურულად ფაქტობრივად მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე მოხდა დაგვიანება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აქვე დასძინა, რომ პრაქტიკული გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარებისთვის რამდენიმე ლოკაციაა შერჩეული.

ცნობისთვის, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარება 2018 წლის გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვადებმა ორჯერ გადაიწია.